02:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 18:57:12, 916 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა  შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო,  შპს „საქართველოს მელიორაციის და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების გამართულ მუშაობასა და პრობლემებზე.

ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების პერიოდულობაზე, არსებულ ხარვეზებსა და მის გამოსწორებაზე ასევე  კანონმდებლობის ფარგლებში წყლის რესურსების მობილიზებაზე.

მოისმინეს წარმომადგენლების ინფორმაციები სამელიორაციო სისტემის, გარემოს დაცვის, ფართობების მოხვნის, მოსავლის  თესვის და აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების და სხვა საკითხების შესახებ.

ფერმერებისა და მოქალაქეებისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და პროგრამების მნიშვნელობაზე, სიახლეებზე, ინფორმაციის დროულად მიწოდებაზე და  მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დახმარებაზე.

შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვებზე გაიმართა მსჯელობა.

შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო, შპს „სქართველოს მელიორაციის და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერმა ავახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა საქმიანი შეხვედრისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics