01:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 16:11:33, 1023 ნახვა

რეგიონი
კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკები და კასპის მერი, მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკები (https://www.facebook.com/mobileyouthworkkaspi) და კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტი მერიიდან აცნობეს, გვანცა მეზვრიშვილმა და დავით პარკაძემ წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროგრამა და პროექტის მიზნები, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე პროექტში “უნარები წარმატებისთვის”.

„წარმომადგენლების ჩართულობა პროექტის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანია, მათ უკეთ იციან ადგილზე ახალგაზრდების პრობლემები, მოთხოვნები, უნარები, რაც სამომავლო მუშაობაში აუცილებელი და გასათვალისწინელებელია.

ვახტანგ მაისურაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და თანადგომა. მან წარმომადგენლებს მოუწოდა კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ადგილზე დახმარებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ახალგაზრდების პროექტში ჩართულობისკენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მობილური ახაგაზრდული მუშაკები, რომლებიც თითოეული სოფლის ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს ახალგაზრდულ ინიციატივებს“, - აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics