11:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 12:11:48, 963 ნახვა

რეგიონი
15 ივნისს ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, „სანსეტ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში – გაეცანით წარმატებული კომპანიების ვაკანსიებს, გაესაუბრეთ დამსაქმებლებს ადგილზე და გახდით მათი გუნდის წევრი!

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქ. ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ (იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ) დასაქმების ფორუმს გამართავენ.

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics