2021-06-07 00:38:07, 593 ნახვა
რეგიონი
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა დმანისის რაიონში, სოფელ სამებაში თბილისის დროით 21:51 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდს მიაღწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,