2021-06-04 10:20:07, 517 ნახვა
რეგიონი
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,