2021-05-27 14:38:21, 764 ნახვა
რეგიონი
გრიგოლეთში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის
გრიგოლეთში ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს უკიდია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,