09:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 15:22:46, 636 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 56%-ით შესრულდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 56%-ით შესრულდა. სამინისტროს საქმიანობის პირველი სამი თვის ანგარიში მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

"ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან. სამინისტრომ შეძლო პროგრამების უდიდესი ნაწილის შეუფერხებლად განხორციელება და ამასთან, დაიწყო ახალი პროგრამის ამოქმედება" - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ინისტრმა მოხსენებისას ისაუბრა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწაესებულებების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ. 2021 წელს გაიზარდა პროგრამების დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა. უწყების მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტი 27 000 000 ლარით განისაზღვრება.

სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძესაც მოუსმინეს.

მინისტრმა 2021 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა. აღნიშნა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 55 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 89 %-იანი მაჩვენებელია, შემოსავლების ნაწილი 91 %-ით, ძირითადად, საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე შესრულდა, ხოლო ხარჯვით ნაწილში ათვისებულია 29 მილიონ ლარზე მეტი და ეს 56 %-იან მაჩვენებელს ნიშნავს. 131 %-ით შესრულდა სხვა შემოსავლების მუხლი, ამასთან, ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესებამ რიგი მიმართულებებით წარმოქმნა ეკონომიკა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics