2021-05-17 11:36:33, 534 ნახვა
რეგიონი
ხმაური დმანისში - ადგილობრივები ერთმანეთს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდნენ
დმანისში, სადაც გუშინ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხმაური და დაპირისპირება მიმდინარეობს.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ქვებით და ხელკეტებით დაუპირისპირდნენ, მათ შორის ქვებს ესვრიან სამართალდამცველებსაც.
ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მაისს დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,