|
2021-05-12 15:37:52, 582 ნახვა
რეგიონი
დღეს ექთანთა საერთაშორისო დღეა!
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, პროფესიული დღე ეთერ ფუტკარაძეს მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს. ,,პროფესიული დღე მინდა მივულოცო ყველა ექთანს და გისურვოთ წარმატებები. მედიცინა წარმოუდგენელია პროფესიონალი ექთნების გარეშე. დღესაც, როდესაც ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებით და თავს არ ზოგავთ COVID-19-თან ბრძოლაში, მადლობა თქვენ თავდადებისთვის, პასუხისმგებლობისთვის. პროფესიული დღე პირადად მივულოცე ეთერ ფუტკარაძეს, რომელიც 58 წელა ქიძინიძეების თსპ-ს მედდაა. 70 წლის ასაკშიც კი თავს არ ზოგავს და სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მის ხელშია გაჩენილი 200-ზე მეტი ახალი სიცოცხლე“, - აღნიშნა ომარ ტაკიძემ. ექთანთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)