19:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 13:39:55, 668 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ

აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბათუმის ბულვარის მოქმედ მოიჯარეებს ფართები, პანდემიის გათვალისწინებით,გასული წლის მსგავსად, წლის ბოლომდე, პირდაპირი წესით გადაეცემათ. მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მოიჯარეებს, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გააცნო.

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური ფინანსური დანაკარგებით გაიარონ" - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. 

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობები ასევე იმსჯელებენ მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე. 

https://wetransfer.com/downloads/3f266868ffe5d5bfa48332698d2ff5fb20210505135315/9492ba

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics