2021-04-23 14:07:45, 602 ნახვა
რეგიონი
ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),