2021-04-17 10:02:55, 746 ნახვა
რეგიონი
სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში განთავსებული რკინის ბარიკადები აიღეს
სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში განთავსებული რკინის ბარიკადები აიღეს.
ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირებია დარჩენილი.
პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები რამდენიმე დღის წინ აღმართა.
რიონის ხეობის მცველები 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათევენ და ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათ ხელისუფლებას სამი პირობა წარუდგინეს, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი - რკინის ჯებირების აღება შესრულდა.
პროტესტი მონაწილეები ხელისუფლებისგან ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,