2021-04-15 11:52:36, 660 ნახვა
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა.
სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უწევდნენ.
სოფლის საჭიროებები ღია კენჭისყრის წესით, თავად მოსახლეობამ დაასახელა: მზა ბეტონის შეძენა, გარე განათებების ქსელის გაფართოება, ფანჩატურების მოწყობა და სხვა.
პროგრამა წლის განმავლობაში მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება.
#სოფლისმხარდაჭერა
#მოსახლეობისჩართულობა
#ქედისთვითმმართველობახალხისთვის
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),