17:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-11 11:30:53, 810 ნახვა

სამხედრო
43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

საქართველოს თავდაცვის ძალების  მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა.

დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა.

სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. შემაჯამებელ წვრთნებში ტაქტიკური მარში, თავმოყრის რაიონის დაკავება, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, ცეცხლით მხარდაჭერა, დაშავებულის ევაკუაცია და ჩასაფრება განხორციელდა. საბრძოლო სროლებში მონაწილეობა 43-ე ბატალიონის ალფა ასეულმა, სატანკო ოცეულმა, 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულმა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ჯგუფებმა მიიღეს.

ორკვირიანი წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics