2021-04-06 11:37:30, 774 ნახვა
რეგიონი
მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ზე (კალა-უშგულის მონაკვეთი), ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი. რის გამოც, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,