07:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 14:03:03, 541 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

ქ. ბათუმის #16  საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება, უახლოეს პერიოდში  დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები.

,,ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი გადასულიყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში. ბათუმის მეთექვსმეტე სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ქ.ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო  სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics