14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 10:39:32, 367 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლითი პროგრამა „ტაიექსის“ (TAIEX) და მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტ „საიეკას“ (CIECA) ექსპერტებმა სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიება მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ და ევროპელ ექსპერტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს. მათ ასევე ისაუბრეს მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე, რომელიც მომავალში დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ემსახურებიან. მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემის უზრუნველსაყოფად ისინი მუდმივად გადიან სხვადასხვა ხასიათის პროფესიულ გადამზადებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics