2021-03-23 22:26:25, 709 ნახვა
რეგიონი
ცაგერის მუნიციპალიტეტში კლდის დიდი მასა ჩამოიშალა - გარესამყაროს მოწყვეტილია 10 ოჯახი
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდის დიდი მასა ჩამოიშალა.
არსებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ხანგრძლივი წვიმების გამო გააქტიურდა, შემთხვევის შედეგად კი 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ამ დროისთვის მეწყრული პროცესების განმეორების საშიშროებაა, რის გამოთაც შეჩერებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,