2021-03-23 22:00:30, 884 ნახვა
რეგიონი
გუდამაყრის ხეობაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა - 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა
რამდენიმე საათის წინ გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ჩამოშლილმა კლდემ მთლიანად ჩახერგა საავტომობილო გზა.
არსებული ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადის ადგილზე მისვლისას კლდის ნაწილი განმეორებით ჩამოიშალა, რის გამოთაც სამუშაოები შეფერხდა.
შემთხვევის შედეგად 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილზე მძიმე ტექსნიკაა მობილიზებული, თუმცა უხვი ნალექის გამო სამუშაოები ვერ ხორციელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,