2021-03-20 14:08:54, 829 ნახვა
რეგიონი
გარდაცვლილი ექთნის მეუღლე ახალციხეში, საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)
ახალციხეში, კლინიკა „იმედის“ ტერიტორიაზე ხმაური იყო.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, რომლებმაც მეგი ბაქრაძის მეუღლეს დაპირისპირების შემდეგ ტერიტორია დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს, კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა. ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,