15:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 11:22:02, 535 ნახვა

რეგიონი
კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი ჩხოროწყუში შენდება

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელებას აგრძელებს.  იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად ჩხოროწყუს მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13  რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი  მერვე ფილიალი იქნება, რომელიც სამეგრელოს რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ – ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში – უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები და ადგილობრივ მოსახლეობას 200-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მომსახურების მიღება ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „იუსტიციის სახლი" უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics