2021-03-14 13:30:52, 564 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დაიწყო
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის მოსახლეობა „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციას მართავს.
საპროტესტო აქციას სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მანქანებში გაათევს.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობა უკვე 140 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავს სოფელ ნამოხვანში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,