2021-03-12 19:46:06, 499 ნახვა
რეგიონი
15 მარტიდან, შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე მუშაობას განაახლებენ სპორტული სექციები და სახელოვნებო სკოლები
15 მარტიდან, შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე მუშაობას განაახლებენ სპორტული სექციები და სახელოვნებო სკოლები.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე სახელოვნებო და სასპორტო სკოლებში იმყოფებოდნენ.
ორგანიზაციები უზრუნველყოფილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ასრულებს ყველა მითითებას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.
პედაგოგებს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),