2021-03-09 17:38:35, 605 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 ეკიპაჟი მუშაობდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან