2021-03-05 16:56:37, 708 ნახვა
რეგიონი
მინისტრები „რიონის ხეობის მცველებს“ ხვდებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და გარემო დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რიონის ხეობაში ჩავიდნენ.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და „ნამახვანჰესის” პროექტს განიხილავენ.
ცნობისთვის, დღეს ცაგერის კულტურის სახლში მინისტრებმა შეხვედრა გამართეს, რომელიც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ხმაურის ფონზე წარიმართა შეხვედრაც, სადაც მოსახლეობამ კომოპანია "ენკასთვის" 99 წლით ხეობის გადაცემა გააპროტესტა და მინისტრებს ქვეყნის ღალატში დასდეს ბრალი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან