2021-03-05 12:50:39, 572 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ მოადგილესთან ერთად კულტურის სფეროში მოღვაწე ქეთევან ტარიელაძეს დედის დღე მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კულტურის სფეროში მოღვაწე, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარსა და მრავალშვილიან დედას, ქეთევან ტარიელაძეს დედის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ქეთევან ტარიელაძე 40 წელზე მეტი სოფელ ტაკიძეების ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მას, უდავოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის თაობების სრულფასოვანი აღზრდის საქმეში. ქალბატონ ქეთევანს ხუთი შვილი, 12 შვილიშვილი და 13 შვილიშვილი ჰყავს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),