17:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 16:51:42, 734 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 631 333 ლარს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წელს რეაბილიტაცია სოფელი ქვეშის სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სოფელ ზვარეთში მუნიციპალური განვითარების ფონდმა  60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა.

„ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტისთვის 4 631 333  ლარია გამოყოფილი. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას. სკოლებში კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა მოსწავლეების სწავლის ხარისხზეც აისახება, ამიტომ მოხარული ვარ რომ პირველი სკოლის გარდა, წელს რებილიტაცია სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics