2021-03-03 14:25:34, 559 ნახვა
რეგიონი
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
თელავში, სოფელ ვარდისუბანთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ვოლკსვაგენის“ და „ბმვ“-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,