|
2015-10-07 15:48:43, 620 ნახვა
ეკონომიკა
საცხოვრებელი კომპლექსის „m² ნუცუბიძეზე“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, საცხოვრებელი კომპლექსის „m² ნუცუბიძეზე“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ბინების ჩაბარების პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. „m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს. მობინადრეებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. საცხოვრებელ კომპლექსს „m² ნუცუბიძეზე“ მოსახერხებელი მდებარეობა აქვს – კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და საავტომობილო გზა სამი მხრიდან უდგება. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე აქვს 24-საათიანი დაცვა და სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის მომსახურება, რის საფასურსაც ახალმოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, „m² ნუცუბიძეზე“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის - პირველად საქართველოში შენობაში დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” „m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 221 ბინიდან, მხოლოდ 25 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ნუცუბიძეზე“ პროექტის მშენებლობისთვის თანხა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) და კანადის მთავრობამ გამოყვეს. კომპლექსი „m² ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანიის მესამე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს იწყება კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის „იპოდრომი 2“-ის მშენებლობა. გაყიდვები წინასწარ უკვე მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან კომენტარი პროექტის დამფინანსებელმა, IFC – ის წარმომადგენელმა იან ვან ბილსენმა გააკეთა. მისი განცხადებით, m2-ის პროექტი - IFC–ის სტრატეგიაში ჯდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი კომპანიის საქმიანობით კმაყოფილნი არიან და მზად არიან m2–ის ახალი პროექტიც დააფინანსონ. „ კმაყოფილი ვარ განსაკუთრებით იმიტომ, რომ არის ენერგოეფექტური და მაცხოვრებლებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ამჯერად m2–ის ახალი პროექტის დაფინანსებაზე ვმუშაობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის საქმიანობით კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა IFC – ის წარმომადგენელმა იან ვან ბილსენმა. დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge
(R)
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)