2021-02-22 12:54:50, 634 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანში საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„გურჯაანში, ვაშლების დასახლებაში, დაკეტილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე იყო ხანძარი. ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან