2021-02-15 21:28:11, 730 ნახვა
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლა დაიწვა
ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა.
„ექსპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რჩება სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,