21:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 12:21:04, 684 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 80 მილიონ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 118 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„4 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 4 346 ტ, რაც მიუთითებს, რომ ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.  რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 62 ათასი ტონა, საფერავი - 41,2 ათასი  ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12,3 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,3 ათასი ტონა, თელავი - 27,5 ათასი ტონა, ყვარელი - 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო - 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics