2021-02-02 14:38:33, 650 ნახვა
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - იწვის საცხოვრებელი სახლები
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში ხანძარია, იწვის საცხოვრებელი სახლები.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 3 ეკიპაჟი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან