2021-02-01 14:11:45, 735 ნახვა
რეგიონი
გადადგეს ჩხოროწყუს სამარცხვინო მერი - ჩხოროწყუში აქცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვენ.
აქციის წევრები ჩხოროწყუს მეორე სკოლის მეშვიდე კლასელების მიერ პედაგოგის დავალებით მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტს აპროტესტებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რამაზ გულია აცხადებს, აღნიშნული ინციდენტი „ქართული ოცნების“ სახეს ასახავს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩხოროწყუს სამარცხვინო მერმა დატოვოს თანამდებობა. საკრებულო რა დღეშია, ამ ყველაფერს „აპრავებენ“, გული არ შესტკივათ იმის გამო, რომ ეს ბავშვები დაიჩაგრნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, - განაცხადა რამაზ გულიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან