2021-01-31 12:59:47, 776 ნახვა
რეგიონი
„ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები კომპანიამ ისევ განაახლა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილით კომპანიამ ისევ განაახლა.
ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
ადგილზე მისულ მოსახლეობას ჯვარი, რომელიც აქციის მონაწილეებმა "ნამახვანჰესის" ტერიტორიაზე დადგეს, აღარ დახვდათ, საპატრულო პოლიციამ მათ მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ ჯვრის გადატანის ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,