17:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 16:36:23, 666 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკური ექსპერტები „ოცნების“ სამ წელზე: ყველა მიმართულებით რეგრესია

მთავრობის სამწლიან მუშაობას ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები უარყოფითად აფასებენ. როგორც მათ „ექპსრესნიუსს“ განუცხადეს, ყველა მიმართულებით რეგრესია.

მათი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში არარაციონალური ხარჯების, სხვადასხვა რეგულაციების, ინვესტიციების შემცირების და სხვა უამრავი მიზეზის გამო გაუარესდა ცხოვრება, დაეცა ლარი 35 %-ით, რამაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია, უმუშევრობა, უამრავი სამუშაო ადგილის დაკარგვა და  მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია.

„ ყველა მიმართულებით გვაქვს რეგრესი, უკან წავედით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

ეკონომიკას რაც შეეხება, არის ძალიან ნელი ზრდა, დასუსტებული ლარი, ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი, უაზრო ხარჯებით არის გაბერილი. გაზრდილია კორუფცია, ბიუროკრატია. შემოიღეს  უაზრო რეგულაციები (შრომის ინფექციის  შემოღება. მიწის გაყიდვაზე შეზღუდვების შეტანა, მერე უარყოფა. ვიზებთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრება, ხან ლიბერალიზაცია). რაც იმას ნიშნავს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვთ. ეს არის ქსენოფობიურად მომართული მთავრობა და ვერენაირად ვერ მოიზიდავს ინვესტიციებს, ვერც გარედან და ვერც შიგნით. ქართველ ბიზნესმენებსაც ვერ დააჯერებენ იმაში, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ყველამ იცის, რომ ქვეყანა უკან მიდის“, - განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გიგა ბედინეიშვილმა.

რომან გოცირიძეც მიმდინარე სამ წელს ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერიოდად აფასებს. მისი პროგნოზით, არც ბოლო საარჩევნო მეოთხე წელი იქნება პერსპექტიული.

 „შეჩერდა ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება, რომელსაც უნდა მოეტანა ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა. ასევე შეჩერდა ინვესტიციები ენერგეტიკაში, გაუარესდა ცხოვრება სხვადასხვა არარაციონალური ხარჯების გამო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაეცა ლარი, 35 %-ით, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის გაღარიბება. გაიზარდა უმუშევრობა, უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა ლარის დევალვაციის გამო.

სამწუხაროდ არც ბოლო საარჩევნო მეოთხე წელი არის პერსპექტიული, რადგან მთლიანობაში ამ სამ წელიწადში ეკონომიკური ზრდა იყო დაბალი და არც მეოთხე წელს არის მოსალოდნელი მან მიაღწიოს, თუნდაც ხუთ პროცენტს.

„არაფერი სახარბიელო ეკონომიკაში არ ხდება. შეიცვალა ლიბერალური ორიენტაციის ეკონომიკა. ეს კი ეკონომიკას  მოქნილობას უკარგავს“, -  აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics