10:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 13:04:59, 611 ნახვა

რეგიონი
საიმიჯო რგოლებთან ერთად აჭარული სამზარეულოს შესახებ ვიდეოგაკვეთილები მომზადდა

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლებს საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს რეგიონის თითოეული კუთხის კულინარიაზე მომზადებული პირველი ვიდეორგოლებია, რომლებითაც ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებცნობილი კერძებია წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნული რგოლებით რეგიონის კულინარიის პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე გეგმავს.

ქობულეთურ სამზარეულოზე მომზადებული კლიპის შემდეგ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიაზე გადაღებული საიმიჯო რგოლებიც ენახა. კლიპებში ნაკლებცნობილი ლაზური კერძები - ქაფშია ტაღანეი. ლუყუ დუდეი, ლაზური ბურეღი, ასევე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სინორი, ბორანო და ტოლმა აპოხტითაა გადაღებული. ცნობილმა შეფმზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა და დადუნა ღლონტმა აღნიშნული კერძების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები ადგილობრივ მზარეულებთან გოგა ზანაქიძესთან და რომა კაკაბაძესთან ერთად მოამზადეს.   

იანვრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას უკვე აჭარული კერძების შესახებ გადაღებულ ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებს შესთავაზებს. ფოტო-ვიდეომასალა დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგ-სემინარებთან და მასტერკლასებთან ერთად სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე განთავსდება. პროექტის მიზანი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობა და აჭარული კერძების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics