2020-12-28 17:56:02, 672 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი 13-15 კვადრატზე იყო გავრცელებული. იწვოდა საოჯახო ნივთები.
უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან