2015-09-24 16:52:00, 625 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3882 ლარი ეღიება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4075 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0193 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6827 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6841 ლარს შეადგენს.შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან