2015-01-29 12:43:11, 379 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება
„ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა ამის მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური პროცესებია.
"დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან