07:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 17:50:04, 647 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებმაც წარმოადგინეს ორივე ობიექტის განვითარების გეგმები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.

შეხვედრაზე განხილული იყო ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომ ნავთობტერმინალსა და ბათუმის ნავსადგურში ინვესტორმა კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 12–15 პროცენტით გაუზარდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics