06:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 14:00:00, 563 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს „ბათუმი 2015“ მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „Batumi 2015” გაიხსნა.

ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით იმართება.

ფორუმს 15 ქვეყნის 250 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის,უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.

ღონისძიება აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პრეზენტაციის სახით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიაწვდიან.

ფორუმის ფარგლებში დისკუსია თემაზე „ბიზნესის კეთება საქართველოში - წვდომა ფინანსებზე“  გაიმართება, რომლის მონაწილეებიც EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ორმხრივი სესიებია დაგეგმილი.

რეგიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ფორუმი საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და  მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და გამართონ შეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics