|
2015-09-16 15:44:11, 698 ნახვა
ეკონომიკა
ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაბა ბაკურიანს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, მათ შორის დიდველზე მიმდინარე სამუშაოები. მინისტრმა მოინახულა საპროექტო ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინვესტორს სურვილი აქვს, ააშენოს აკვა-პარკი, ველნესცენტრი და ფიტნესცენტი. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალისშემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა იმისთვის, რომ დამსვენებლებმა სრიალის შემდგომ თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ“, -აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის განერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მეტი რწმუნება იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარშეთანხმებული გეგმით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ. მისი განცხადებით, აკვა-პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა და ის ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება. აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად მიიღებს 500-600 ადამიანს,თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არამარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა - გასართობ-დასასვენებელი, სავაჭრო და საბავშვო ცენტრების, ასევე სასტუმრო კომპლექსის, საკონფერენციო დარბაზების, ფიტნესის სპეცდარბაზების და ა.შ. ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივადა განხორციელდება. პირველ ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)