11:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 14:52:58, 1027 ნახვა

სამხედრო
„კავკასია 2020“-ის ფარგლებში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

„კავკასია 2020“-ის ფარგლებში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია სულ 1 500 სამხედრო და 500-მდე ტიპის სამხედრო ტექნიკა, ასევე, რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და ვერტმფრენები.

„კავკასია 2020“-ში სულ 80 000 სამხედრო მონაწილეობს და რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე, როგორც მთებში, ასევე ზღვის პირას გაიმართება.

რუსეთთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, მიანმარის, პაკისტანისა და ჩინეთის სამხედრო დანაყოფები. წვრთნებს დააკვირდებიან აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ტაჯიკეთის, შრი ლანკისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics