|
2015-09-12 10:01:41, 672 ნახვა
სამართალი
შსს-მ იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გადაზიდვა ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა. ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)