20:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 19:04:20, 6362 ნახვა

სამხედრო
აღმოსავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა. აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა.

მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა. პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს.

აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ეკავა. მას სამეთაურო პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - იყო ბატალიონის მეთაური, მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე და შემდგომში, ამავე ბრიგადის მეთაური.

პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს დასრულებული აქვს გაერთიანებული სამხედრო აკადემია; წარჩინებით დაამთავრა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლა. პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს - იმყოფებოდა კოსოვოსა და ერაყში, რის გამოც დაჯილდოვდა მედლებით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის".

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიღებული აქვს III, II და I ხარისხის მედლები. დაჯილდოებულია მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და სხვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics