16:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 15:11:24, 6522 ნახვა

სამხედრო
დასავლეთის სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანელებს.

ახალი სარდალი ხონში, დასავლეთის სარდლობის შტაბს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას მოადგილედ კი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. მანამდე პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას II ბრიგადის, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს III ქვეითი ბრიგადის მეთაურების თანამდებობები ეკავათ.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლკოვნიკებს ბრიგადების მეთაურობის თანამდებობაზე მუშაობის რანგში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა. პოლკოვნიკი კობა გრიგოლია თავდაცვის ძალებში 2000 წლიდან მსახურობს. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, მან მსახური სამხედრო სადაზვერვო ძალების ქვედანაყოფში დაიწყო. კობა გრიგოლიას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, ასევე I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები თავდაცვის უწყებაში უმწიკვლო სამსახურისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics