|
2015-08-25 19:17:37, 681 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ერთობლივი შესაძლებლობები, რომლებიც კერძო სექტორის მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ინდუსტრიულ განვითარებას ისახავს მიზნად. შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - მიხეილ ჯანელიძე და ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გერმანული მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი ჰანს იოახიმ პროისი, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პირველი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, GIZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლუდგერ შუკნეხტი, GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მარიტა რიდელი და სხვა ოფიციალური პირები. "ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები საქართველოსთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, მათ შორის ერთ-ერთია სივრცითი განვითარებისა და მშენებლობის ახალი კოდექსი, რომელიც უკვე პარლამენტშია და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი განხილვა და დამტკიცება. ასევე აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამების მთელი რიგი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, გერმანულ მხარესთან ასევე განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია უახლოესი პერიოდისთვის. "ამ ძალიან მნიშვნელოვან და პროფესიონალურ ინსტიტუტთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინდუსტრიული განვითარება, ახალი ტექნოლოგიები, მწვანე ეკონომიკა და ა.შ. ამ ორგანიზაციიდან მივიღეთ ძალიან სერიოზული შეფასება გასული თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ასევე მივიღეთ დაპირება, რომ მომავალში ისინი საქართველოში გამოგზავნიან სპეციალურ მისიას, რომელიც შეისწავლის კონკრეტულად ამ მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალს და ჩვენ მათთან ერთად გავაგრძელებთ და გავაფართოვებთ თანამშრომლობას მომავალშიც“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)