23:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 11:12:37, 681 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია მოსახლეობას მოუწოდებს, აგროდაზღვევით ისარგებლონ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევით ისარგებლონ.

როგორც დანელიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აგროდაზღვევის კომპონენტის გაფართოება იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, გლეხების იმ ნაწილს, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ვენახების შესაწამლად პრეპარატებს დღეიდან დაურიგებენ.

„ჩვენ, პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კიდე ერთხელ წავახალისოთ მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად დააზღვიონ მოსავალი. თუ აქამდე გაიცემოდა კომპენსაციები, ეს ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა შესაბამისი სისტემა. დღეს არსებობს სახელმწიფო დაზღვევის სისტემა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც მაქსიმალურად ანგარიში გაგვიწიონ და ისარგებლონ ამ სისტემით. ეს არის ხალხისთვის, გლეხებისთვის, ფერმერებისთვის შექმნილი სისტემა. რაც შეეხება მათ, ვისაც არ ჰქონდა დაზღვეული, ჩვენ გვინდა პირველ რიგში, გადავურჩინოთ ის ვაზი, რომელიც დაზიანდა. სიები დაზუსტდა გუშინ, დღეს დაიწყება პრეპარატების დისტრიბუცია, რათა შეიწამლოს სასწრაფოდ. დღეს გამოგვაქვს ასევე საგანგებოდ ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა აგროდაზღვევის თანადაფინანსების კომპონენტში. 40–60 პროცენტის ნაცვლად ეს იქნება 70 პროცენტამდე სახელმწიფო მონაწილეობა. ასევე გეგმავთ „დანერგვე მომავლის“ ფარგლებში ნერგების სუბსიდირების ნაწილში სპეციალური კომპონენტის შემუშავებას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics