23:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 10:36:51, 645 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია: ჩვენი მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და გლეხებმა არ იზარალონ.

ამის შესახებ დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობის დასაწყებად მზადაა.

„დღეს იგეგმება შტაბის ოფიციალურად გახსნა, ჩვენი გუნდი უკვე იქაა რამდენიმე დღეა. შტაბი პრაქტიკულად ჩამოყალიბებული და მობილიზებულია. მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, ჩვენ შევისწავლეთ, რომ მოთხოვნა ღვინოზე იყო მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ არ ვგეგმავდით სუბსიდირებას, მაგრამ ვხედავთ, რომ  წელს ამის აუცილებლობა დგას და დარგს კიდევ სჭირდება წახალისება. შესაბამისად, დავტოვეთ ძველი ნიშნულები და თეთრი ყურძნის შემთხვევაში არის 35 თეთრი სუბსიდირება, შავი ყურძნის შემთხვევაში არის 15 თეთრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასს დაარეგულირებს ბაზარი და კერძო სექტორი, რათა კონკურენტუნარიანი იყოს დარგი და არ შეექმნას პრობლემები არცერთ მხარეს. წელსაც ჩვენი მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ არ იზარალონ გლეხებმა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics